გზას ვკეტავთ, მეტს ხომ არაფერს ვაკეთებთ, იქნებ არც ვკეტავთ და მოლში მოვედით ყავის დასალევად – ნადიმ ხმალაძე

გზას ვკეტავთ, მეტს ხომ არაფერს ვაკეთებთ. იქნებ არც ვკეტავთ და მოლში მოვედით ყავის დასალევად, – ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა აქტივისტმა, ნადიმ ხმალაძემ „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობს.
„ღიმილის მომგვრელია, ასე რამ შეაშინა ეს ერთი კაცი. ყველა ერთ კაცს რომ ემსახურება. მე ძალიან მიტყდება, ძალიან მრცხვენია, რომ ვუყურებ ამ ბალაკლავებში. ჩვენ მშვიდობიანად ვდგავართ და ამდენი პოლიციელის აქ მობილიზება რა საჭირო იყო? გზას ვკეტავთ, მეტს ხომ არაფერს ვაკეთებთ. იქნებ არც ვკეტავთ და მოლში მოვედით ყავის დასალევად“, – განაცხადა ხმალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს