მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში გზის გადაკეტვის საქმეზე სასამართლოში არაერთ ადამიანს იბარებენ.
იურისტი თეო ზაქარაშვილი ავრცელებს გზამკვლევს, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გზის გადაკეტვის გამო პოლიციიდან ან სასამართლოდან დაგირეკავენ.
„გზის გადაკეტვის საქმეები ისევ შეაქვთ სასამართლოში და თუ თქვენც დასაჯარიმებელთა სიაში ხართ, სავარაუდოდ ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. გზის გადაკეტვის საქმეებზე შეიძლება დაგირეკოთ: 1. პოლიციელმა ან შსს – ს სხვა იურისტმა 2. მოსამართლის თანაშემწემ ან მდივანმა . პოლიციელი: გთხოვთ ოქმის გასაცნობად გამოცხადებას გთხოვთ სასამართლოში დაუყოვნებლივ მისვლას თქვენ: შეგიძლიათ უთხრათ, რომ საქმის მასალებს სასამართლოში შეტანის შემდგომ გაეცნობით სასამართლოში გამოცხადდებით მას შემდეგ, რაც სასამართლო საქმის განხილვის თარიღს განსაზღვრავს. მოსამართლის თანაშემწე/მდივანი: გატყობინებთ საქმის განხილვის თარიღს – დღე/საათი/დარბაზი გაცნობებთ, რომელ მოსამართლეს აწერია საქმე თქვენ: თუ ვერ გაარკვიეთ, რა გითხრათ, სთხოვთ გამეორებას ითხოვთ საქმის მასალებს საქმის მასალების მიღება შეგიძლიათ როგორც სასამართლოდან, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით. სასამართლოების ერთიანი ცხელი ხაზია – 1545. დარეკვის შემდგომ ოპერატორს ეუბნებით თქვენს სახელს და გვარს და იმას, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეა შეტანილი, ითხოვთ საქმის ელექტრონულ მომხმარებელს და პაროლს. ოპერატორი ჯერ სმს-ის სახით გიგზავნით ოთხნიშნა კოდს, ამ კოდის კარნახის შემდეგ გიგზავნით – მომხმარებელს და პაროლს. თუ ოპერატორი ვერ პოულობს თქვენს ნომერს საქმეში (აუცილებელია ოფიციალურად იყოს საქმეში), ამ შემთხვევაში, სთხოვთ მოსამართლის აპარატში გადართვას ან თანაშემწის/მდივნის ნომერს და მათგან ითხოვთ საქმის მასალებს. ურეკავთ ადვოკატს დამატებითი კონსულტაციისა და დახმარებისათვის. შეგიძლიათ დარეკოთ უფასო იურიდიული დახმარების ქსელის ცხელი ხაზის ნომერზე – 577 07 05 63“, – წერს თეო ზაქარაშვილი Facebook-ზე.
