“გზაზე ვიყავით, დაახლოებით 3 საათი გაჩერებული და არავინ არ მოსულა” – თუშეთის გზაზე ჩახერგილი გზა გაწმენდილია

თუშეთში, გზაზე ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოტანილმა ნაშალმა სავალი ნაწილი ჩახერგა. მოქალაქეები სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. ამ დროისთვის, გზის სავალი ნაწილი გაწმენდილია და მოძრაობა სრულად აღდგა.
“მაგარი წვიმა იყო თუშეთში და ჩამოწვა ბევრი მეწყერი. გზაზე ვიყავით, დაახლოებით 3 საათი გაჩერებული და არავინ არ იყო მოსული. მეწყერი იყო ჩამოწოლილი 3 მეტრზე, უკანაც ჩახერგილი გვქონდა გზა და წინაც. ესე ვიდექით 9 თუ 10 მანქანა. მთელი სამი საათი არაფერი არ გვქონდა, არც თოხი, არც “ლაფატკა”. ტრაქტორი ვერ მოვიდა, სამაშველოდან გამოგზავნეს,” – განაცხადა მოქალაქემ.