„გვჭირდება ძლიერი განცხადებები, რომლებიც რუსეთს ეტყვის: „თავი დაანებეთ საქართველოს““ – სალომე ზურაბიშვილი

აშშ-ს არ შეუძლია კავკასიაში დამცირდეს 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყნის მიერ, ერთი ადამიანის მიერ, რომელიც თავის პოლიტიკას კარნახობს და ბატონი პუტინის ინტერესებს ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუსთან საუბარში განაცხადა.
“[წარმატებისთვის] ორი რამ არის საჭირო. პირველი – ეს არის ბრძოლა ჩვენი თავისთვის, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ უნდა მოვიგოთ და ვხედავ, რომ ხალხს კარგად აქვს გააზრებული, რომ საქმე თავად უნდა გააკეთო, სხვა არავინ არ გააკეთებს შენს სამუშაოს. და ეს არ არის სამუშაო, რომელიც გაკეთდება ძალადობის ან არასტაბილურობის მეშვეობით, ჩვენ ქვეყანაში მშვიდობიანი საშუალებებით უნდა გავიმარჯვოთ და პროტესტს თუ შეხედავთ, ის უკიდურესად პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და მშვიდობიანია. და ეს ამ ხალხის პასუხისმგებლობის დონეს აჩვენებს, ქართველი ხალხი ორგანიზებულია, რამაც ყველა გაგვაკვირვა. ასე რომ, ეს პირველი ნაწილია – ჩვენი ნაწილი ჩვენ უნდა გავაკეთოთ.
მეორე ნაწილია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა გაიაზრონ რა არის სასწორზე საქართველოში. არა მხოლოდ დემოკრატიაა, რომელიც, კიდევ ერთხელ, ჩვენს მიერ დასაცავია, არამედ რეალურად ძალის ბალანსია რუსეთთან. თუ რუსეთმა ვერ შეძლო ში გამარჯვება და რეალურად, ბევრი მხრივ წააგო, არ ვიცით რა შედეგი იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან წააგო. ის აღარ არის ევროპის დიდი სამხედრო ძალა, მან ნატო-ს კონსოლიდაცია მოახდინა, ვერ შეძლო ევროპის საზოგადოებრივ აზრში რაიმე რეალური ომის საწინააღმდეგო სენტიმენტების გაჩენა, როგორც ამას წარსულში ახერხებდა. ასე რომ, ეს ყველაფერი ს დიდი მარცხია.
თუმცა, მაშინ როდესაც კიევზე 3 დღეში გამარჯვება ვერ შეძლო, რუსეთი რაიმე საფასურის გარეშე კავკასიაში გამარჯვებას შეძლებს, უბრალოდ იმიტომ, რომ საქართველოში მარიონეტი მთავრობა ჰყავს და შეუძლია ს მანიპულირება, მაშინ ისინი არჩევნების მანიპულირებას მოახდენენ ბევრ სხვა ადგილზეც, რუმინეთში, მოლდოვაში ან სხვაგან. და ისინი გავლენას მოიპოვებენ.
ასე რომ, ეს რეალურად ამერიკის სიძლიერის საკითხია. მოვისმინე პრეზიდენტ ტრამპისა და ახალი სახელმწიფო მდივნის განცხადებები. და თუ ამერიკას სურს, რომ იყოს პირველი, იყო ძლიერი, მაშინ მას არ შეუძლია კავკასიაში დამცირებულ იქნას 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყნის მიერ, ერთი ადამიანის მიერ, რომელიც თავის პოლიტიკას კარნახობს და ბატონი პუტინის ინტერესებს ემსახურება. ეს სიძლიერეს არ ნიშნავს, ეს სისუსტეს ნიშნავს. ეს იდეა მამშვიდებს, მაგრამ ეს გეოპოლიტიკური ბრძოლაა. დემოკრატიული ბრძოლაა ჩვენთვის, გეოპოლიტიკური ბრძოლისთვის საკმარისად ძლიერები არ ვართ, გვჭირდება ყურადღება და [-ის] პოლიტიკური მონაწილეობა, რაც ნიშნავს, რომ გვჭირდება ძლიერი განცხადებები, რომლებიც რუსეთს ეტყვის: “თავი დაანებეთ საქართველოს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ