“გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა!” – “ხმა” აქციას აანონსებს

არასამთავრობო ორგანიზაცია, ხმა, განცხადებას ავრცელებს:
სააპელაციო სასამართლომ ძალადობრივი გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა პატიმრობაში დატოვა.
გასაჩივრებული გვქონდა პატიმრობა და ვითხოვდით მის შეცვლას თავდებობით/გირაოთი. პროკურატურა ითხოვდა აღიარებას და ზიანის ანაზღაურებას. გიორგიმ და კაკომ სასამართლოს პირველივე სხდომაზე თქვეს, რომ აღიარებდნენ აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანებას და მზად იყვნენ, აენაზღაურებინათ ზიანი. ადვოკატები ბოლო სამი დღის მანძილზე ცდილობდნენ, აღსრულების ბიუროსგან მიეღოთ ცნობა, სად უნდა ჩაერიცხათ ზიანის ანაზღაურება. თუმცა, ამ დრომდე ვერ მიიღეს პასუხი. ადვოკატები აგრძელებენ საუბარს პროკურატურასთან და ცდილობენ, გაარკვიონ რა ხდება. გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა! 4 თებერვალს 3 საათზე ვიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში და მსვლელობით მივდივართ პარლამენტისკენ. შემოგვიერთდით და გაავრცელეთ.