გვქონდა ორმხრივი შეხვედრები, ვისაუბრეთ ყველა თემაზე, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის განვითარებას – ირაკლი გაეროში ვიზიტზე

გვქონდა ორმხრივი შეხვედრები, ვისაუბრეთ ყველა თემაზე, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის განვითარებას – გაეროში ვიზიტზე
თითოეულ შეხვედრაზე გავაჟღერეთ ჩვენი გზავნილები, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებულ ვითარებასთან და ყველა შესაბამისი გზავნილი არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიუ იორკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტი შეაჯამა.
„ვასრულებთ ჩვენს ვიზიტს გაეროში, ნიუ იორკში, გვქონდა გამოსვლა სხვადასხვა პლატფორმაზე, ეს იყო უშიშროების საბჭო, პლენარული სესია, მომავლის სამიტი და რა თქმა უნდა, თითოეულ შემთხვევაში გავაჟღერეთ ჩვენი გზავნილები, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებულ ვითარებასთან და ყველა შესაბამისი გზავნილი არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვქონდა ასევე ორმხრივი შეხვედრები, ძალიან მნიშვნელოვანი იყო გაეროს გენერალურ მდივანთან ორმხრივი შეხვედრა, ასევე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ორმხრივი შეხვედრა. აქაც საუბარი გვქონდა ყველა თემაზე, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე პროცესებს, ეს იყო ჩვენი შეხვედრების მთავარი შინაარსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა