გვსურს, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, ახლოდან დავაკვირდებით – სახელმწიფო დეპარტამენტი

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს “ახლოდან დააკვირდება”. ამის შესახებ მან 15 ოქტომბერს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ჟურნალისტმა ალექს რაიფოღლუმ მილერს ჰკითხა, იზიარებდა თუ არა ის შეშფოთებას იმაზე, რომ მმართველმა პარტიამ, შესაძლოა გააყალბოს საქართველოში დაგეგმილი .
“გვსურს, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. მომდევნო დღეებში ახლოდან დავაკვირდებით მას”, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. 26 ოქტომბერს საქართველოში პირველად აირჩევა პარლამენტი სრულად პროპორციული წესით. საკანონმდებლო ორგანოში მოხვდება მხოლოდ ის პარტია, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..