გვსურს საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილი ისევ აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას – ეკა სეფაშვილი

“ხალხის ძალა” მორიგ განცხადებაში სალომე ზურაბიშვილზე წერს, სადაც პრეზიდენტი მწვავედ არის გაკრიტიკებული უნებართვო ვიზიტების და ჩინეთის ლიდერთან მიმართებით გაკეთებული განცხადებების გამო.
პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” წევრი, ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ისევ აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას.
“ჩვენი დღევანდელი განცხადებით, გვსურს საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილი ისევ აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას. როგორც ჩანს, მას არაფრად არ მიაჩნია ის გარემოება, რომ კონსტიტუცია ქვეყანაში არ უნდა დაირღვეს, კანონი რომ უზენაესი უნდა იყოს და თვალთმაქცურად, ხალხს უმტკიცებს, რომ ვითომ ევროპისკენ მიისწრაფვის და ევროპაში ინტეგრაციას ემსახურება მისი ქმედებები, რაც არის საზოგადოებისათვის თვალში ნაცრის შეყრა და რაც არის უტიფარი ტყუილი მისი მხრიდან. იგი ჩვენი მხრიდან უკვე მოკლებულია ყოველგვარ ლეგიტიმაციას და ვისი სახელით დადის საზღვარგარეთ არ ვიცი,” – აცხადებს ეკა სეფაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს