გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით

გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით
საქართველო ისტორიულად, დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს გავაძლიეროთ ჩვენი, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი ქვეყნის როლი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ CCTV-სთან, გადაცემაში Leaders Talk-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჩინეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი, საქართველო, ქმნიან ძალიან საინტერესო მარშრუტს ეკონომიკური კავშირებისა და სავაჭრო პარტნიორობისთვის.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ძლიერი როლი ვითამაშოთ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივაში. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ისტორიულად, საქართველო დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს გავაძლიეროთ ჩვენი, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი ქვეყნის როლი. ასევე, ამ კონტექსტში, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივაში ჩვენი მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან პერსპექტიულია. ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და ამისთვის დიდ ინვესტიციებს ვდებთ, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში. ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს ინფრასტრუქტურას. დიდ ინვესტიციებს ვდებთ მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. „შუა დერეფნის“ ინიციატივას შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სხვადასხვა ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობისა და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში. ჩინეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი, საქართველო, ქმნიან ძალიან საინტერესო მარშრუტს ეკონომიკური კავშირებისა და სავაჭრო პარტნიორობისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ შუა დერეფნის, ტრანსკასპიური დერეფნის გაძლიერების იდეის ერთგულნი ვრჩებით. საქართველო კი ჩვენს გარშემო არსებული ყველა ქვეყნისთვის საიმედო პარტნიორია. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მომავალშიც შეუძლია ძალიან დადებითი როლი ითამაშოს თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ

ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს, კვლავ გვაქვს მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ გვსურს ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის