გვსურს გავაფორმოთ შეთანხმება უკრაინასთან, რომლის მიხედვითაც ისინი მიიღებენ იმას, რასაც ვაძლევთ, ჩვენ კი მოგვცემენ წვდომას იშვიათ წიაღისეულზე – ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები პროგრესით მიმდინარეობს.
“ჩვენ გვაქვს დიდი პროგრესი რუსეთთან და სთან დაკავშირებით. ვნახავთ რა მოხდება. ჩვენ შევაჩერებთ ამ უაზრო ომს”. – თქვა ტრამპმა.
გარდა ამისა, ტრამპმა ისაუბრა, რომ მას სურს შეთანხმების მიღწევა უკრაინასთან, რათა -მ მიიღოს წვდომა უკრაინის იშვიათ წიაღისეულზე, როგორც აშშ-ის მხრიდან რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების პირობაზე.
ტრამპის თქმით, აშშ-მ მეტი სამხედრო და ეკონომიკური დახმარება გაუწია უკრაინას, ვიდრე მისმა ევროპელმა პარტნიორებმა.
“ჩვენ გვსურს გავაფორმოთ შეთანხმება უკრაინასთან, რომლის მიხედვითაც ისინი მიიღებენ იმას, რასაც ჩვენ ვაძლევთ, ჩვენ კი მოგვცემენ წვდომას იშვიათ წიაღისეულზე”. – თქვა ტრამპმა.
tabula.ge