“გვსურს აღვნიშნოთ რუსეთის ფედერაციის ფარისევლობა” | უკრაინის ელჩი გაეროში

“გვსურს აღვნიშნოთ ს ფედერაციის ფარისევლობა”, – ამის შესახებ გაეროშო უკრაინის ელჩი სერჰი კისლიცა საუბრობს და ნიუ-იორკში ლავროვის გამოსვლას სპეციალური ბრიფინგით ეხმაურება. ის მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნებს, არ დაეხმარონ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში.
“ჩვენ გვსურს აღვნიშნოთ რუსეთის ფედერაციის ფარისევლობა, როდესაც მან კიდევ ერთი უშიშროების საბჭო მოიწვია, რათა გაეკრიტიკებინა უკრაინისთვის იარაღის კანონიერი მიწოდება, რაც კეთდება უკრაინის სუვერენიტეტის დაცვისთვის. დღევანდელი ნაბიჯი არის კიდევ ერთი მცდელობა რუსეთის ფედერაციისგან, რომ ყურადღება გადაიტანოს აგრესიული ომიდან, რომელსაც ის ში აწარმოებს, სისტემატურად ბომბავს, კლავს მშვიდობიან მოსახლეობას და ანადგურებს ინფრასტრუქტურას. როდესაც უკრაინა ცდილობს საკუთარი მოქალაქეების დაცვას, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას სხვა ქვეყნებში შეძენილი იარაღით კლავს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მხარდაჭერას ირანის, ბელარუსისა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, არ გაუწიონ დახმარება რუსეთს ამ აგრესიულ ომში.” – განაცხადა სერჰი კისლიცამ.