გვრიტიშვილი: ალავიძეს მისმა პატრონებმა დაუკვეთეს სასამართლო სისტემის გაშავების მორიგი მცდელობა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე და იუსტიციის უმარლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი Facebook-ზე უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ბესარიონ ალავიძის განცხადებას გამოეხმაურა.
გვრიტიშვილი ამბობს, რომ ბესარიონ ალავიძე არაა სასამართლო სისტემის მიმართ “ობიექტური კრიტიკოსი” და მას ბრალს სდებს – “პატრონების მიერ დაკვეთილი სასამართლო სისტემის გაშავების მორიგ მცდელობაში”.
გვრიტიშვილი ირწმუნება, რომ ალავიძე “პირადი წყენის და უკანონოდ დაპირებული სარგებლის სანაცვლოდ, დაეთანხმა ყოფილი კოლეგების წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის ნაცვლად – რუპორად ქცევას”.
“ეს ყველაფერი ცხადად წარმოაჩენს, რომ ბესარიონ ალავიძე არ არის სასამართლო სისტემის კონსტრუქციული, ობიექტური და შედეგზე ორიენტირებული კრიტიკოსი. რეალობა ისაა, რომ ს წინ, მისმა პატრონებმა დაუკვეთეს სასამართლო სისტემის გაშავების მორიგი მცდელობა, პოლიტიკურ პროცესებში ტემპერატურის რამენაირად აწევის მიზნით. ამდენად, ბესარიონ ალავიძის სახით, ჩვენ ვხედავთ მმართველი პოლიტიკური ძალისადმი მკაფიოდ ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ აქტივისტს (ეს ვლინდება ბ. ალავიძის თითქმის ყოველდღიურ, პოლიტიკური კრიტიკისა და ლანძღვის ნიაღვრით გაჯერებულ პოზიციონირებაში), რომელიც, პირადი წყენის და უკანონოდ დაპირებული სარგებლის სანაცვლოდ, დაეთანხმა ყოფილი კოლეგების წინააღმდეგ წარმოებული, ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილად, რუპორად ქცევას”, – ვკითხულობთ დიმიტრი გვრიტიშვილის პოსტში.
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ განაცხადა, რომ მას აქვს ჩანაწერი რომელშიც ასახულია, როგორ “ურჩევს საქმეებს” სასამართლო კლანი მოსამართლეებს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
მანამდე, იურისტმა კახა წიქარიშვილმა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუ გაასაჯაროვა, რომელშიც ალავიძე ჰყვება, როგორ ახორციელებდა ზეწოლას მასზე და მის კოლეგებზე მოსამართლეთა კლანი.
ის ამბობს, რომ ლევან მურუსიძემ, მიხეილ ჩინჩალაძემ, ვალერიან ცერცვაძემ, ვასილ როინიშვილმა იგი კაფეში დაიბარეს და “ტვინის გასხმევინებით” დაემქურნენ.
ინტერვიუში ყოფილი მოსამართლე არაერთ საქმეზე საუბრობს, რომელზეც გადაწყვეტილებები, მისი თქმით, სწორედ ზემოხსენებული მოსამართლეებისა და მთავრობის ჩარევით, წინასწარ მიიღებოდა.
კერძოდ, ის ახსენებს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შესახებ დავას, რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისათვის მიკუთვნების საქმეს, მაესტროს წილებზე ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის დავას და ა.შ.
ალავიზე ამბობს, რომ მასე განხორციელებული ზეწოლა იმდენად მძიმე იყო, რომ იგი თვითმკვლელობასაც განიხილავდა.