“გვირილას“ დამფუძნებელი: არ ვიცი საიდან მოხდება ფასების დაწევა, ამას ვერ ვხვდები

“გვირილას“ დამფუძნებელი, ლაშა ჩოჩელი ადასტურებს, რომ გამომძიებლებმა მათგან ინფორმაცია, ასევე ბაზებზე წვდომის დაშვება მოითხოვეს. მისი თქმით, კომპანია დღესვე მიაწვდის ყველა საჭირო დოკუმენტაციას, რაც მათ სჭირდებათ.

ბაზა უნდა გადავუწეროთ. ყველაფერზე უნდათ ინფორმაცია, ყველაფერი აინტერესებდათ. ესე ცალ-ცალკე ამოღება ჩვენ თვითონვე გვერჩია, ყველა ინფორმაცია მოვუწერეთ და დღეს უნდა მივცეთ,- ამბობს ის.

კითხვაზე, არის თუ არა იმის საშუალება, რომ ფასები დარეგულირდეს, – ჩოჩელი ამბობს, რომ ამას “პროცესი აჩვენებს“.

რაც შეეხება ფასების ხელოვნურად გაზრდას და კარტელურ გარიგებებს, ჩოჩელი გამორიცხავს, რომ ამას ქსელური მარკეტები აკეთებდნენ, რადგან ძალიან იშვიათია,რომელიმე პროდუქტზე ფასები დაემთხვეს.

ქსელებს, მაგალითად გვირილას, სულ აქვს 19-19,5 % მარჟა, საიდანაც ყველაფერს ვიხდით და მე არ ვიცი ახლა საიდან მოხდება ფასების დაწევა, ამას ვერ ვხვდები. არ არსებობს მაღაზიებმა კარტერული გარიგება გააკეთონ, შეიძლება ძალიან იშვიათ პროდუქტებზე დაემთხვეს ფასები, მე ქსელის სახელით გელაპრაკებით. დისტრიბუციას არ ვიცი, რამდენში შემოაქვს ეს პროდუქტი და მერე რამდენში ჰყიდის. ჩვენ, ქსელებს ჩვენი პოლიტიკა და ფასნამატი გვაქვს,- ამბობს ჩოჩელი.

ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლები დაიბარეს.

ამავე კომისიის ფარგლებში, ორშაბათს დაგეგმილია შეხვედრა მწარმოებლებთან, შემდეგ ფარმაცევტულ კომპანიებთან, ბოლოს კი შეხვედრა გაიმართება საწვავის ფასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ