გვინდა, ინვესტიციები ევროპის კონტინენტიდან მოვიზიდოთ – სოსო ნიბლაძე

,,ჩვენი აქცენტია, რომ მოვახდინოთ გეოგრაფიის დივერსიფიცირება. ჩვენ გვინდა, მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა იქით, რომ ევროპის კონტინენტიდან მოვიზიდოთ ინვესტიციები”, – ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მფლობელი და ადმინისტრატორი კომპანია „ზოტი ჰოლდინგის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა სოსო ნიბლაძემ განაცხადა.
ნიბლაძის თქმით, ამ კუთხით კომპანიას უკვე აქვს კონკრეტული მოლაპარაკება იტალიელ ინვესტორებთან.