“გვინდა, “თბილისის ბულვარის” მშენებლობა 2030 წლისთვის დავასრულოთ” – როგორ მიმდინარეობს €250 მლნ-იანი პროექტი?

სლოვაკურ-ქართული საინვესტიციო ჯგუფის GINO Holding-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ნოდარ გიორგაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის ჰოლდინგის ყველაზე მასშტაბური პროექტის „თბილისის ბულვარის“ დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება. მისი ინფორმაციით, ეს პროექტის შესრულების მაქსიმალური ვადაა. დეტალებზე გიორგაძემ გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ „თბილისის ბულვარის“ €250-მილიონიანი საინვესტიციო პროექტი მოიცავს საზოგადოებრივ და რეკრეაციულ სივრცეებს, სპორტულ და გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას, ბიზნეს და საცხოვრებელ ზონებს, კულტურულ და საგანმანათლებლო ობიექტებს და ამიერკავკასიაში უდიდეს აკვაპარკს და ველნეს ცენტრს, რომელიც 2013 წელს გაიხსნა და დღეისთვის მისი წლიური დატვირთულობა 200,000 ვიზიტორია.
„ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებლის თქმით, პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია და მშენებლობაც მიმდინარეობს.
„ჩვენ გვინდა პროექტი 2030 წლისთვის მთლიანად დავასრულოთ. 2027 წლისთვის რამდენიმე ბლოკი იქნება დასრულებული: 258-ნომრიანი სასტუმრო, რომლის პირველ სართულზეც რესტორნები, ბარები, გასართობი ცენტრები და ფიტნეს სივრცეები იქნება. ეს იქნება სავაჭრო, დასასვენებელ, გასართობი ცენტრი. დანარჩენი ყველაფერი ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა, მაგალითისთვის, 2027 წლის ბოლოსთვის სკოლის და საბავშვო ბაღის გახსნა გვინდა; 2028 წლის დასაწყისისთვის – სამედიცინო ცენტრის – პოლიკლინიკის ამუშავება. ამავე წელს დასრულებული უნდა იყოს სპორტული მოედნები, მათ შორის ამფითეატრი 800 კაცზე, სადაც წარმოდგენები ზღვის ფონზე გაიმართება“, – ამბობს ნოდარ გიორგაძე და დასძენს, რომ თბილისის ზღვის ამ ტერიტორიას კლიმატური კურორტის სტატუსი აქვს, – “„თბილისის ბულვართან“ ახლოს არის ისტორიული ტყე-პარკი, შემდეგ არის აკვაპარკი, რომელიც ასევე მწვანეშია ჩამჯდარი, შემდეგ მოდის ზოოპარკი და დენდროპარკი, ანუ თბილისის ზღვის 7 კმ-იანი ზოლი სულ პარკებია და ამ პარკების ზოლში იქნება „თბილისის ბულვარი“”.
ქართულ-სლოვაკური ჰოლდინგის ხელმძღვანელი და ინვესტორი აღნიშნავს, რომ „თბილისის ბულვარი“ საინვესტიციო პროექტია, სადაც უძრავი ქონების მ²-ის ფასი მზარდია.
„პროექტის მშენებლობის საწყის ეტაპზე მ²-ის ღირებულება 1 350- 1400 დოლარიდან იწყებოდა, თუმცა დღეისთვის გაიზარდა და 1 600-1700 დოლარია. პროექტის დასრულების დროისთვის ღირებულება გაორმაგებული იქნება, რადგან ყველაფერი იზრდება და ეს ამ პროექტს საინვესტიციოდაც ძალიან საინტერესოს ხდის. ანუ 2-3 წელიწადში ადამიანი საკუთარი ქონების გაყიდვას 70-80%-ით ძვირად შეძლებს. პროექტის ფარგლებში 1 200 ბინა აშენდება, რასაც დამატებითი კორპუსები არ დაემატება“, – აღნიშნა ნოდარ გიორგაძემ.
“ჯინო ჰოლდინგის” ინფორმაციით, „თბილისის ბულვარის“ პროექტი განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც მკაცრად რეგულირდება და მხოლოდ დაბალი ინტენსივობის განაშენიანებას ითვალისწინებს, რაც თავიდანვე დაუგეგმავ და არათანმიმდევრულ მშენებლობას გამორიცხავს და ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა და მოწესრიგებული ურბანული სივრცის შექმნას. გიორგაძის თქმით, განაშენიანების რეგულაციების მიზანია დაუგეგმავი და არაკოორდინირებული მშენებლობების პრევენცია, რათა შეიქმნას მდგრადი და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურა.
30 ჰექტარზე განაშენიანებული „თბილისის ბულვარი“ როგორც საცხოვრებელ, ისე საინვესტიციო, სავაჭრო, საოფისე, გასართობ და სასტუმრო ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. კერძოდ, „თბილისის ბულვარში“ განთავსდება: მწვანე და კეთილმოწყობილი ეზო, საბავშვო გასართობი ინფრასტრუქტურით, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის მოედანი, პადელის და ჩოგბურთის კორტები, ველობილიკები, სავარჯიშო დარბაზი, სკოლა და საბავშვო ბაღი, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრები საერთო სამუშაო სივრცეებით, სასტუმრო, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრი,სამედიცინო კლინიკა, რესტორნები და კაფეები, ბანკი, აფთიაქი და სხვა სამომხმარებლო ობიექტები. პარკინგის დამოუკიდებელი შენობა 1000 ავტომობილზე და კეთილმოწყობილი 8 000 კვ.მ სანაპირო ზოლი,