„გვიკავშირდებიან, სამსახურს პირადი კონტაქტებით ეძებენ – ბიზნესები ჩერდება და ბევრი ადამიანი რჩება უმუშევარი“ – ჰოტელიერი

სხვა სექტორებთან ერთად, ტურიზმის მიმართულებაც იმ ბიზნესებს შორისაა, რომელიც ბოლო წლებია კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს.
„ბიზნესპრესნიუსთან“ Step Inn-Kazbegi-ის დამფუძნებელი ანი ალიბეგაშვილი აღნიშნავს, რომ კვალიფიციური კადრების დეფიციტი კვლავაც პრობლემურია, თუმცა ბოლო თვეებში სიტუაცია ოდნავ შეიცვალა.
როგორც ჰოტელიერი აღნიშნავს, გასული 2 თვის განმავლობაში აქტიურად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კადრები სხადასხვა ობიექტებს უკავშირდებიან დასაქმებისთვის. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, ბიზნესების ნაწილი გაჩერდა, რაც სამუშაო ადგილების შემცირებაზე აისახა.

„ტურიზმის სექტორში კვალიფიციური კადრების ძალიან დიდი დეფიციტია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში უკვე პირიქით ხდება და კადრები გვიკავშირდებიან, სამსახურს ეძებენ პირადი კონტაქტებით. ბოლო 2 თვეა ამ მიმართულებითაც შეიცვალა მდგომარეობა – ბიზნესები, რომელიც ქვეყანაში სერვისსა და სამუშაო ადგილებს ქმნის, ჩერდება, შედეგად ბევრი ადამიანი რჩება უმუშევარი,“ – აღნიშნავს ჰოტელიერი.
როგორც ალიბეგაშვილი ამბობს, ქვეყანაში შექმნილი კრიზისისას და უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე, სასტუმროებში ჯავშნები შემცირებულია. შემცირებული შემოსავლების პირობებში კი ობიექტებს არსებული კადრების შენარჩუნება უწევთ და რთულია ახალი კადრების აყვანა.
„მოკლევადიან პერიოდში ტენდენცია შეიცვალა – აქამდე თუ ჩვენ ვეძებდით კადრებს და ვერ ვპოულობდით, ახლა ჯავშნები არ გვაქვს, გვყავს თანამშრომლები, ვინც უნდა შევინახოთ ზამთრის პერიოდში, ამის პარალელურად კი არის მაღალი მოთხოვნა დასაქმებაზე. მაგალითად, ბოლო 10 დღის განმავლობაში 20 შემოთავაზება მივიღე დასაქმებაზე, მაშინ როცა ბოლო 2 წლის განმავლობაში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება გვქონდა ამ კუთხით,“ – განაცხადა ანი ალიბეგაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს ირაკლი მ განაცხადა, რომ არ აპირებს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას, ასევე მთავრობა უარს ამბობს მათ საბიუჯეტო დაფინანსებაზე. მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. რომელიც უკვე 42 დღეა უწყვეტად გრძელდება და საზოგადოების თითქმის ყველა სფერო მოიცვა. ეს ადამიანები თვლიან რომ არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. პროტესტის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი ს ჩანიშვნას ითხოვენ.
წყარო: www.bpn.ge