გვითხარით რით მოგვწამლეთ? – კობახიძის სამსახურთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, მათ უნდა იცოდნენ, რა ნივთიერება გამოიყენა “ოცნების“ მათ წინააღმდეგ.
საქართველოს არის ქიმიური იარაღის კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა, ქვეყანამ ვალდებულება აიღო, რომ არ შეისყიდოს, არ გამოიგონოს, არ შეინახოს და ასევე არ გამოიყენოს ეს იარაღი. თვითონ ხელისუფლებამ შემოიყვანოს ორგანიზაცია, რომელიც ქიმიური იარაღის წინააღმდეგ ასეთ შემთხვევებს იკვლევს და თუ ისინი დადებენ დასკვნას, ეს დასკვნა, რა თქმა უნდა, იქნება სანდო. ჩვენი პროტესტი იქნება პერმანენტული და მოვითხოვთ, ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, ეს გამოძიება აუცილებლად ბოლომდე მიიყვანოს, ღიად და გამჭვირვალედ, – განაცხადა ანა ფირცხალაიშვილმა.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს არის სპონტანური აქცია იმ ბრაზის გამოსახატად, რომელიც საზოგადოებას აქვს.
კანცელარიაში ზის იმ მთავარი ადამიანი, რომელსაც ევალება, რომ გაგვცეს კითხვებზე პასუხი, უსუსური და საკმაოდ შეურაცხმყოფელია ჩემი აზრით ვინც ამ ყველაფერში ერევა. სრულიად უაზრო კამპანია არის დაწყებული, თურმე, ექიმები და ტოქსიკოლოგები ამტკიცებენ, რომ ამდენი ადამიანი არ მოწამლულა აქციაზე და დამთხვევაა ალბათ, რომ ათასობით ადამიანი ერთად სადმე ვიყავით, გაფუჭებული საჭმელი ვჭამეთ და მოვიწამლეთ, აბსურდია და სირცხვილი, – ამბობს აქციის ორგანიზატორი.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.




