ხვალ, 5 დეკემბერს, თბილისში აქცია იმართება – გვითხარით, რითი დაგვწამლეთ? – აქცია მთავრობის კანცელარიის შენობასთან დაანონსდა.
ორგანიზატორები წერენ:
2024 წლის დეკემბრის აქციების შემდგომ, ათიათასობით დემონსტრანტს აღენიშნებოდა მსგავსი უცნაური სიმპტომები, იმ უცნობი სავარუდო ქიმიური ნაერთების გამოყენების შემდეგ, რითიც არბევდნენ მოსახლეობას.
ბევრმა მათგანმა მიმართა ექიმს და დადგინდა უცნაური ცვლილებები მათ შორის სისხლის ანალიზში.
ამ ყველაფრის მერე ესენი ბედავენ და კიდევ დაზარალებულ ადამიანებს არბენინებენ გამოკითხვაზე. ამიტომ დროა გამოვიდეთ ძალიან ბევრნი და ვუთხრათ ხალხის ჯანმრთელობის დამაზიანებლებს, რომ ასე მშვიდად არ ჩაივლის და არ ჩაიკარგება მორიგ მავნებლურ სიახლეებში! არ დაგვავიწყდება ეს ამბავი!”




