გვიან ღამით, თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე შავფორმიანებმა აქტივისტი დააკავეს (ვიდეო)

მოქალაქე მარიამ სილაგაძე Facebook-ზე ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ “ბახტრიონის ქუჩიდან ე.წ. შავ ფორმიანმა პოლიციელებმა მანქანაში ჩატენეს “.
“მოქალაქე გიორგი კეკელიძეა, რომელიც ერთხელ უკვე დაჭერილი იყო. მე და ჩემი მეგობარი გამოვდიოდით ბახტრიონზე, კორპუსიდან, ჩხუბის ხმა იყო და ეგრევე დავიწყე გადაღება. შავებში ჩაცმულმა პირებმა მანქანაში ჩატენეს. მერე პატრულიც მოვიდა, როგორც ვკითხეთ, ადმინისტრაციულით – გინების თუ დაუმორჩილებლობის გამო არის წაყვანილი, თუ არ ვცდები, დოლიძის წინასწარი დაკავების იზოლატორში”, – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…