გვიან ღამით გიგი უგულავამ და დიმიტრი ბიძინაშვილმა რუსთავის ციხე დატოვეს

გვიან ღამით თბილისი მოლთან აქციაზე დაკავებულმა გიგი უგულავამ და დიმიტრი ბიძინაშვილმა რუსთავის ციხე დატოვეს.

გუშინ, 5 თებერვალს საპროტესტო აქციაზე დაკავებული 8 მოქალაქისთვის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო გამოიყენა. ბრალდებულების ნაწილის შემთხვევაში გირაო 5 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო ნაწილის შემთხვევაში 3 500 ლარი.

აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მოსამართლეს პროკურატურამ მიმართა. -ს 4 თებერვლის განცხადების თანახმად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დააკავეს: ირაკლი წიგნაძე, გიგი უგულავა, ირაკლი ტაბლაძე, ნიკოლოზ კუტუბიძე, ვასილ ელიავა, ნიკოლოზ ქუმსიშვილი, ალექსანდრე გოგოლაძე, დიმიტრი ბიძინაშვილი. მათ ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.