“გვეშინია, ფეხი არ ჩაგვივარდეს” – ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდი კრიტიკულ მდგომარეობაშია

ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი კრიტიკულ მდგომარეობაშია – დაზიანებულია ხის ფილები, მოქალაქეებისთვის გადაადგილება კი საფრთხის შემცველია.
506 მეტრიანი ხიდი, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდ ხის ხიდებს შორის მოწინავეა, ახლა პრაქტიკულად უპატრონოდ არის მიტოვებული.
“ხიდი უფრო მეტად საშიში ხდება მოქალაქეებისთვის. ხიდი ადამიანის სიცოცხლისთვის არის საშიში. ზაფხულობით როდესაც გადავდივართ, რეალურად ფარნებით გვჭირდებ დახმარება, ფეხი რომ არ ჩაგვივარდეს, ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ ფეხი ჩავარდნია ადამიანებს და დაზიანებია”, – ამბობს ადგილობრივი.
ადგილობირვი ოპოზიცია ამბობს, რომ “ოცნების” ხელისუფლება ამ დრომდე არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყოს. მიზეზი კი პოლიიტიკური ნების არარსებობაა.
“რამდენჯერმე ინიციატივით შევედით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, მაგრამ ეს არ გაითვალისწინეს. ანადგურებენ ყველაფერს, რაც სილამაზესთან არის დაკავშირებული. თუ ადრე შეიძლებოდა 100 ათასად ამის გაკეთება, ახლა მემგონი ამ ხიდის რეაბილიტაციას მილიონი ლარი დასჭირდება”, – ამბობს ოპოზიციის წევრი.
tvpirveli.ge