,, გვეყოს “წუწუნი”!!! – ლევან ხაბეიშვილი

ირაკლი კობახიძის განცხადებას აგვისტოს ომზე – ,,ეს იყო კატასტროფული ავანტიურა, ეს იყო ღალატი, დაკვეთილი ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინ სააკაშვილის რეჟიმმა. Deep State-ის მიერ დაკვეთილი ღალატი იყო” – პასუხობს:
,,რატომ გიკვირთ კობახიძის განცხადებები?! რას ელით რომ “გრუ” სხვა “მესიჯს” მიწერს მის წარმომადგენელს?! – პუტინის, ლავროვის, ზახაროვას გაგრძელება რუსებისგან გინდათ სახელმწიფოებრივი განცხადებები მოისმინოთ?! აბსოლუტურ სინქრონში მოქმედებენ ჩვენს მტერთან ერთად.
რუსული ჩექმა, სიმწარე, ადამიანების გატაცება, წამება, ტერიტორიების მიტაცება… და რა, იგივე არ გააკეთა აქ ივანიშვილმა?! რუსთაველიდან არ მოიტაცა ადამიანები?! არ აწამა?! არ გაძარცვა მოსახლეობა და არ მიიტაცა ჩვენი, ხალხის ქონება?!
გვეყოს “წუწუნი”!!! საქმეს უნდა მივხედოთ და მშვიდობიანად დავამხოთ რუსული რეჟიმი! – დრო აღარ ითმენს!
4 ოქტომბერს ყველა რუსთაველზე!!!.”

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ სტამბოლიშვილი: კახა კალაძე რომ ამბობს პროტესტის მონაწილე ქალებზე – გაუგებარი ჯიშის არიანო – მისთვის მართლაც გაუგებარია, რა ჯიშისაა ის ქართველი ქალი, რომელსაც არ ასვენებს უსამართლობა, კორუფცია, მისი ქვეყნის გაურკვეველი მომავალი