საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას კითხვებს პასუხობს.
გიორგი გაბუნია:
-უნდა ვთქცა, მედიაშიც კი, თავს ვარიდებდით შესაძლო გაყალბებაზე საუბარს, იმიტომ რომ სულ გვეუბნებოდნენ, თქვენ თუ ილაპარაკებთ გაყალბებაზე, ხალხი არ დაიჯერებს რომ არჩევნებზე მოსვლას საერთოდ აზრი აქვს, ამიტომ, მოდი, გაყალბებაზე საერთოდ არ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ის მასა, რომელიც ქუჩაში ვნახეთ, უნდა არჩევნებზე მოვიდნენ. გვეუბნებოდნენ, რომ აი, 2 მილიონზე მეტი ადამიანი თუ მივა არჩევნებზე, მორჩენილია ქართული ოცნება ვერაფერს იზამს. შოკი გამოიწვია იმან, რომ 2 მილიონზე მეტი მოვიდა და არა, გაიმარჯვა მაინც ქართულმა ოცნებამ, თან რამდენი პროცენტით, თვითონ როგორც გამოაცხადეს. ხომ იყო მოლოდინი რომ ცესკო მაინც ვერაფერს იზამდა, მანქანებით ვერ გააყალბებდა და ა.შ. ისეთი შოკი იყო, მაშინ არავინ გამოვიდა ქუჩაში, სრულ შოკში იყო მოსახლეობა, რომ როგორ?
სალომე ზურაბიშვილი:
-კი და ის გათვლა, რომ არ საუბროდით გაყალბებაზე სწორი იყო. ეს შოკიც რუსული სცენარია. დაიჯერო ბოლო წუთამდე და მერე, თავში ჩაგარტყან, რონ ის ყველაფერი რისიც გჯეროდა და მოხდა, თურმე, არ არსებობდა დიდი ფსიქოლოგიური შოკია ყველასთვის და საზოგადოება არაა გამოსული ჯერ შოკიდან ბოლომდე.