“გვეტყვიან, რომ ქართლის დედას ქართლის დედა აღარ უნდა ერქვას, დედა ენას კი – დედა ენა” – პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, , ეხმაურება, რიგი ქვეყნების ლიდერთა მოწოდებებს, ოფიციალურ დოკუმენტებში ცოლის და ქმრის ნაცვლად, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, გამოიყენებული იქნეს მეუღლე, დედის და მამის ნაცვლად – მშობელი და ქალიშვილის და ვაჟიშვილის ნაცვლად – შვილი, და თვლის, რომ საერთოდ ენიდან ცდილობენ ამ სიტყვების ამოღებას და ამბობს:
„თავისთავად, ქვეყნების გადასაწყვეტია ენობრივი წესები როგორ და რა ფორმით ექნებათ, რა წესები მოქმედებს, ეს ჩვენი საქმე არ არის, თუმცა ასეთ ტენდენციებზე როცა ვსაუბრობთ, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ შემდეგში ასეთი მიდგომების პროპაგანდა იწყება ხოლმე საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციის თუ დაფინანსების გამოყენებით. თავისთავად მოსალოდნელია, რომ საქართველოშიც ცოტა ხანში გამოჩნდებიან აქტივისტები, რომლებიც გვეტყვიან, რომ ქართლის დედას ქართლის დედა აღარ უნდა ერქვას, დედა ენას აღარ უნდა დაერქვას დედა ენა და დედამიწას – დედამიწა. თავის დროზე, როცა საზღვარგარეთ თითო-ოროლა ასეთი რამ გვესმოდა, რა თქმა უნდა, ირონიას იწვევდა, თუმცა ვხედავთ, რომ დღეს ეს საკითხი იმდენად სერიოზულია, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსაც კი მოუწია ხაზგასმა, რომ ქალი არის ქალი და კაცი – კაცი. ეს თავის დროზე ირონია, ხუმრობა გვეგონა, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ასეთი ტენდენციებიც არის. მნიშვნელოვანია, ჩამოვყალიბდეთ და არ დავუშვათ, რომ ჩვენს ენობრივ წესებში ჩარევა მოხდეს და თავს მოხვეული იყოს ვითომდა ღირებულებების დროშით“.
კარგია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს დედა ენა ახსოვს და აქვე შევახსენებთ, რომ კვლევების მიხედვით, ბავშვები, რომლებიც დედა ენის სწავლას იწყებენ, სკოლაში კვებას ვერ ახერხებენ გაჭირვების გამო და არაერთი ადამიანი ითხოვს სახელმწიფომ დააფინანსოს სკოლაში ერთჯერადი კვება, დაბალკლასებში მაინც.
ცნობისთვის, წალენჯიხამ, საკუთარი, ადგილობრივი ბიუჯეტით დააფინანსა პირველკლასელთა კვება, თუმცა, ვერ ახერხებს საკუთარი მწირი ბიუჯეტით მეორეკლასელთა კვების დაფინანსებას და ამისათვის 208 000 ლარს ითხოვს ცენტრალური ბიუჯეტიდან, თუმცა, ამაოდ,

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?