გვენეტაძე: საქართველოში მოქმედო მეხუთე კოლონავ და მათო მსახურო ენჯეოებო “ტერორისტული დემოკრატია” ყვავის თქვენსავე “დემოკრატიის მექად” წარმოჩენილ ქვეყნებსა და საერთაშორისო გაერთიანებებში

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე მსოფლიოში ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „რაც ამ დღეებში ხდება მსოფლიოში, ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ნეოტროცკიზმად ქცეული ნეოლიბერალიზმი არსებობის ბოლო დღეებს და საათებს ითვლის!“
ექსპერტი აღნიშნავს, რომ “დემოკრატიის ციტადელად” ცნობილი -ის მმართველი ლიბერასტული ელიტა იმ დონემდე დაეცა, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს და მოსამართლეებს საჯაროდ ემუქრება. იმავდროულად ევროკავშირის ევროკომისარი საქართველოს პრემიერს არაორაზროვნად, რაღაც “გამჭირვალეობის კანონის” გამო აფრთხილებს.
„რაც ამ დღეებში ხდება მსოფლიოში, ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ნეოტროცკიზმად ქცეული ნეოლიბერალიზმი არსებობის ბოლო დღეებს და საათებს ითვლის! ანუ ახლანდელი მსოფლიო “დემოკრატიული წესრიგი” სათავეში დალპა აყროლდა, აშმორდა და მისმა სუნმა ლომჯარია-გიგაურ-თაბაგარის კანტორამდედაც კი მოაღწია! ნახეთ! “დემოკრატიის ციტადელად” ცნობილი აშშ-ის მმართველი ლიბერასტული ელიტა იმ დონემდე დაეცა, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს და მოსამართლეებს საჯაროდ ემუქრება! დაგასანქცირებთ, დაგაპატიმრებთ და გაგანადგურებთო! იგივე შტატების საგარეო საქმეთა მინისტრი და კონგრესმენები პატარა, პატარა საქართველოს გვეჩემება არ გეგონოთ, რომ სადმე დაგვემალებით, გაგვექცევით და არ დაისჯებითო! იმავდროულად “დემოკრატიის ნავთსაყუდელად” წოდებული ევროკავშირის ევროკომისარი (მინისტრი) ამ ერთცახე (გურ. პატარაზე პატარა) საქართველოს პრემიერს არაორაზროვნად, რაღაც “გამჭირვალეობის კანონის” გამო აფრთხილებს! თუ მაგ კანონს არ გაიწვევთ ტერორისტული აქტი გემუქრება და ს პრემიერ ფიცოს ბედი გარანტირებული გაქვსო! მოკლედ საქართველოში მოქმედო მეხუთე კოლონავ და მათო მსახურო ენჯეოებო “ტერორისტული დემოკრატია” ყვავის თქვენსავე “დემოკრატიის მექად” წარმოჩენილ ქვეყნებსა და საერთაშორისო გაერთიანებებში! ამიტომაც გაიხარეთ საქართველოში მოქმედო “ტელედემოკრატებო” ლომჯარია-გიგაურ გასხივოსნებულ ევროტერორდემოკრატიას და როთ-თაბაგარის ერთსქესიანთა “აღმავალ დემოკრატიას” ებარებოდეთ!“– წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

სრულად იქნება კოორდინირებული, მობილიზებული ყველა უწყება იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიას, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე

სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად საკმაოდ დიდი ოდენობით სხვადასხვა გაბარიტების ტექნიკა არის მობილიზებული, ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამაშველო სამსახური და ჯარის ტექნიკა

აუცილებელია კოორდინაცია, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს, რათა მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ადგილებიდან