გვენეტაძე ალავიძის განცხადებაზე: კარგით რა, გინდათ, ამ დასვენების დღეს ნერვები ამიშალოთ

“კარგით რა, თქვენი ჭირიმე, ამაზე აღარასდროს შემაწუხოთ. გინდათ, ამ დღეს, რომელიც დასვენების დღეა, ნერვები ამიშალოთ… რა რუსთავი 2-ის საქმე, რა ალავიძე, რას ლაპარაკობთ”, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვებს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ბესარიონ ალავიძის განცხადებასთან დაკავშირებით.
“კარგით რა, კარგით, თქვენი ჭირიმე, ახლა ამაზე აღარასდროს აღარ შემაწუხოთ. ერთადერთხელ ცხოვრებაში [შევხვდი ბიძინა ივანიშვილს]. თქვენ გინდათ, რომ ეს დღე, რომელიც დასვენების დღეა, ნერვები ამიშალოთ. არ მაინტერესებს არაფერი, მშვიდობიანად მინდა გადავიტანო ეს დასვენებები და იქნებ დამანებოთ თავი”, – ამბობს ის.
“არ ვიცი. ბესო ალავიძეს კითხეთ, იტყუება თუ არა. დაწყნარდით, ამიტომ, მეც ნუ მომიშლით ნერვებს. […] არც გისმენთ. რას ლაპარაკობთ, რა რუსთავი 2-ის საქმე, რა ალავიძე, რას ლაპარაკობთ”, – ამბობს ის.
***
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ ტვ პირველთან თქვა, რომ მას აქვს ჩანაწერი რომელშიც ასახულია, როგორ “ურჩევს საქმეებს” სასამართლო კლანი მოსამართლეებს.
მანამდე, იურისტმა კახა წიქარიშვილმა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუ გაასაჯაროვა, რომელშიც ალავიძე ჰყვება, როგორ ახორციელებდა ზეწოლას მასზე და მის კოლეგებზე მოსამართლეთა კლანი.
ბესარიონ ალავიძემ ასევე თქვა, რომ ს გზავნილები სასამართლოში მაშინდელ თავმჯდომარეს – ნინო გვენეტაძეს მიჰქონდა.
ის ამბობს, რომ ლევან მურუსიძემ, მიხეილ ჩინჩალაძემ, ვალერიან ცერცვაძემ, ვასილ როინიშვილმა იგი კაფეში დაიბარეს და “ტვინის გასხმევინებით” დაემქურნენ.
ინტერვიუში ყოფილი მოსამართლე არაერთ საქმეზე საუბრობს, რომელზეც გადაწყვეტილებები, მისი თქმით, სწორედ ზემოხსენებული მოსამართლეებისა და მთავრობის ჩარევით, წინასწარ მიიღებოდა.
კერძოდ, ის ახსენებს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შესახებ დავას, რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისათვის მიკუთვნების საქმეს, მაესტროს წილებზე ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის დავას და ა.შ.
ალავიზე ამბობს, რომ მასე განხორციელებული ზეწოლა იმდენად მძიმე იყო, რომ იგი თვითმკვლელობასაც განიხილავდა.