მე ვიხდი გადასახადებს, მე და ეს ხალხი ვაფინანსებთ ამ ტელევიზიას და ვაფინანსებთ ბოლოჯერ, იმიტომ რომ თქვენი ტელევიზია გადაქცეულია გველის გესლის მნთხეველ ორგანოდ, რუსულ პროპაგანდისტულ არხად. რა სიუჟეტიც ქალების აქციაზე გააკეთეთ, არაფერში ჯდება, რუსული “რასია” კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებისაა, ვიდრე ე.წ. საზოგადოებრივი. ის მილიონები რასაც გიხდით, მიდის იმაში, რომ თქვენ ეხმარებით ბიძინა ივანიშვილს მოიპაროს ჩვენი შვილების მომავალი. იმსახურებთ იმ დაგმობას, რომელსაც ახლა იღებთ ჩემგან. ეს არის ჩემი პასუხი შემდეგ სამ კვირაში, ყველა თქვენ კითხვაზე და ხელისუფლებაში რომ მოვალ, დაივიწყეთ სახელმწიფო დაფინანსება, დაიმახსოვრეთ!