გველესიანმა გამარჯვების გოლი ზედ საფინალო სასტვენის წინ გაიტანა [VIDEO]

ირანის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „პერსეპოლისმა“ სახლში „ჩადორმალუს“ 1:0 გიორგი გველესიანის მიერ 90+6-ე წუთზე გატანილი გოლით სძლია.
გველესიანმა მიმდინარე ტურნირზე 5 მატჩში 1 გოლი გაიტანა, პერსეპოლისი“ კი, რომელსაც 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 14 ქულით მეორე პოზიციაზეა (ლიდერ სეპაჰანს 2 ქულით ჩამორჩება) და მესამეადგილოსან „მალავანს“ 17 ოქტომბერს სტუმრად დაუპირისპირდება.
გველესიანი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის ორი მომავალი მატჩისთვის გამოიძახა და მას თბილისში ჩამოსვლა, ალბათ, ავტომანქანით მოუწევს.