“გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ” – ფემინისტები “სელტიკის” მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

“სელტიკის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი გენდერულ კონფლიქტში გაეხვია და ახლა მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
ყველაფერი კი შოტლანდიის პრემიერლიგის 27-ე ტურის მატჩის შემდეგ დაიწყო, სადაც გლაზგოელებმა “მოზერვილი” გასვლაზე 3:1 დაამარცხეს.
ჩრდილოირლანდიელი ინტერვიუს ჟურნალისტ ჯეინ ლუისს აძლევდა, საუბრის მიწურულს კი სიტყვა “კარგი გოგო” უთხრა.
ამ კომპლიმენტმა ადგილობრივი ფემინისტების აღშფოთება გამოიწვია. შოტლანდიურმა ფემინისტურმა ქსელმა როჯერსის საქციელს “შემთხვევითი სექსიზმი” უწოდა და მწვრთნელს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.
“ჩვენ გვეგონა, რომ დინოზავრები გადაშენდნენ”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში