“გვაცადეთ გუნდაობა”; “ფანტელებს შლიან”; “რას წმენდს? ასფალტს?” – კომენტარები თბილისის მერს

თბილისის მერიის ინფორმაციას, რომ დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები დაიწყო და თოვლის გამო, გზაზე ტექნიკური მარილი იყრება, მოქალაქეები ეხმაურებიან თბილისის მერიის გვერდზე, სოციალურ ქსელში და წერენ:
თოვლი არ ჩანს და რას წმენდენ, რა საინტერესოა
გვაცადეთ გუნდაობა და მერე გაწმინდეთ
როცა თოვლი დევს მაშინ არ აყრიან მარილს
ავჭალაში ამოდით,ტალახმა წაგვიღო და ეს მაინც გაწმინდეთ, ცარიელი ასფალტის ფხეკას არ ჯობია?!..
ნაგავი გაიტანეთ დროულად ნაგავს მიაქვს თბილისის ყველა ქუჩა. დიდ დიღომს მიხედეთ ნაგვის გორები დგას ლილოს ნაგავსაყრელი გეგონება ისეთი ამბებია
სადაა ეს დიდთოვლობა
ვაიმეეე ფიფქი ვერ გამოჩენილა ტრაქტორები გამოყარეთ რა უბედურებაა აცადეთ სუ ნუ დააფრთხობთ.
წერეთელსაც ეხება?
ფანტელებს შლიან სანამ დაცვივდება, სადაა თოვლი
რას წმენდს? ასფალტს?
აცადეთ მოთოვოს ჯერ

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ