გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი – ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც სჭირდება ყველა უწყების და განსაკუთრებით სუს-ის მობილიზება, მადლობას გადავუხდი სუს-ს და მის ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს იმისათვის, რომ აქტიურად დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა

გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი – ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც სჭირდება ყველა უწყების და განსაკუთრებით სუს-ის მობილიზება, მადლობას გადავუხდი სუს-ს და მის ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს იმისათვის, რომ აქტიურად დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა
გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი – ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც სჭირდება ყველა უწყების და განსაკუთრებით სუს-ის მობილიზება, მადლობას გადავუხდი სუს-ს და მის ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს იმისათვის, რომ აქტიურად დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგადად, დანაშაულთან და მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
„ზოგადად, დანაშაულთან ბრძოლა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ჩვენი უწყებები განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს, მათ შორის, ეხება ორგანიზებულ დანაშაულს, ნარკოტიკულ დანაშაულს, ადამიანების მიერ იარაღის ტარებას, ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება ძალიან პრინციპული პოზიცია და გაგრძელდება პრინციპულად დანაშაულთან ბრძოლა. ერთ-ერთი ასეთი დანაშაული არის, რა თქმა უნდა, კორუფციული დანაშაული. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ მამუკა მდინარაძეს იმისათვის, რომ უწყებაში მისვლისთანავე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ამ საკითხზე. ბუნებრივია, ამ მიმართულებითაც ვიქნებით აბსოლუტურად პრინციპულები და უკომპრომისოები. გაგრძელდება ძალიან აქტიურად კორუფციასთან ბრძოლა. გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი – ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამას სჭირდება ყველა უწყების და განსაკუთრებით სუს-ის მობილიზება და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი სუს-ს და მის ხელმძღვანელს იმისათვის, რომ აქტიურად დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა,“- განაცხადა პრემიერმა.
Previous: საქართველოში მოქმედებს მაღალი სამართლებრივი სტანდარტი და ამ მაღალი სტანდარტის გამოვლინებაა მათ შორის, ის, რომ აქციის მონაწილე ათასი მოძალადიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული ან დაპატიმრებული, ანუ, მხოლოდ 3% – ასეთივე სტანდარტი მოქმედებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან მიმართებით

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას