გვაქვს სხვა სანქციები, რომელთა ამოქმედებას უახლოეს კვირებში ვაპირებთ – სახელმწიფო დეპარტამენტი

-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით, “უახლოეს კვირებში” გეგმავენ დამატებითი სანქციების ამოქმედებას. ამის შესახებ მან 16 დეკემბერს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მილერმა კვლავ “ღრმა შეშფოთება” გამოხატა ქართული დემოკრატიის მდგომარეობისა და იმ ქმედებების გამო რომლებიც “ქართულმა ოცნებამ” განახორციელა ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის”
“პარასკევს 20 ახალი სავიზო შეზღუდვა დავაწესეთ მთავრობასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. ჩვენ სხვა ქმედებებიც გვექნება უახლოეს კვირებში… გვექნება სხვა სანქციები, რომელთა ამოქმედებას უახლოეს კვირებში ვამზადებთ. უფრო მკაფიოდ ვერ ვიტყვით”, – თქვა მილერმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს ოცამდე მოქალაქეს, რომელთა შორის არიან მინისტრები, პარლამენტის წევრები, სამართალდამცავი უწყებების და უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირები და კერძო მოქალაქეები.
მათი ვინაობა დაკონკრეტებული არ არის.
12 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადებით, ვიზების გაცემა აიკრძალა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელი ან თანამონაწილე პირებისთვის.
მეთვრამეტე დღეა, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

აკაკი ბობოხიძე – ჩემი ინფორმაციით, „ოცნების“ „ობშიაკში“ რამდენიმემ უკვე მიიტანა ფული და მათ წინააღმდეგ აღარ არის პრობლემები, ასეთია, მაგალითად, კახა კალაძე, საპატრიარქო კი „პოლიტიკაში არჩარევის“ სახელით მხარს უჭერს ხელისუფლებას

გიორგი შარაშიძე ლევან სანიკიძის განცხადებაზე – ეპიცენტრიც თავად იყვნენ და ოპოზიციამაც იტრიალოს მათ გარშემო, ან არ იტრიალოს, ჩვენი ინტერესის საგანი არ არის – „ნაციონალური მოძრაობა“ და ნებისმიერი მათი განაყოფი „წითელი ხაზია“