„შავი პარასკევისთვის“ კომპანიების უმეტესობამ მზადება უკვე დაიწყო. Extra.ge-ს სტრატეგიული პროექტების დირექტორი ანა ტაბატაძე რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას აღნიშნავს, რომ მომხმარებელი მსგავსი ფასდაკლებების დროს უფრო მაღალი ღირებულების მქონე ტექნიკითა და ავეჯით ინტერესდება, თუმცა, საკმაოდ პოპულარულია ტანსაცმელი და ყოველდღიური მოხმარების ნივთებიც.
„კომუნიკაცია უკვე დაწყებული გვაქვს, რადგან „შავი პარასკევისთვის“, როგორც წესი, მომხმარებელი წინასწარ ემზადება ხოლმე. საკმაოდ კარგი შეთავაზებებია ბაზარზე, კონკურენცია მაღალია და ჩვენი სტრატეგია იყო, რაც შეიძლება, მალე გაგვემხილა ინფორმაცია, რაც იგეგმებოდა Extra.ge-ზე, რათა მომხმარებელს თადარიგი თავიდანვე დაეჭირა.
მომხმარებელი ცდილობს, მაქსიმალურად ბევრი ნივთი შეიძინოს ფასდაკლებით და გვაქვს მოლოდინი, რომ გვექნება მინიმუმ გასამმაგებული, გაოთხმაგებული ზრდა. ძირითადად, მოთხოვნა მაინც უფრო მაღალი ღირებულების მქონე ტექნიკასა და ავეჯზეა“, – განმარტავს ანა ტაბატაძე.




