გვაქვს იმედი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბოლომდე შეასრულებს დაპირებას, რაც გასცა Deep State-ის დამარცხებასთან დაკავშირებით – კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ -სთან ურთიერთობები დარეგულირდეს. ამის შესახებ მ ჟურნალისტებს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა მზად არის იმისთვის, რომ აშშ-სთან ურთიერთობები დარეგულირდეს. ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს. აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პირდაპირ ომი გამოუცხადა Deep State-ის და მისი მთავარი ამოცანა არის Deep State-ის დამარცხება. ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ ვსაუბრობდით გლობალური ომის პარტიაზე, მათ ინტერესებზე, იმაზეც, რომ ფესვები ძალიან ღრმად ჰქონდათ გადგმული საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მათ აქვთ ინტერესები. შესაბამისად, პირველი უნდა მოხდეს Deep State-ის დამარცხება. ჩვენ ამას მაშინვე შევამჩნევთ. რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობაზე.
საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის. ჩვენ ამ ბრძოლაში აშშ-ის პრეზიდენტს წარმატებას ვუსურვებთ და გვაქვს იმედი, რომ იმ დაპირებას, რაც გასცა Deep State-ის დამარცხებასთან დაკავშირებით, ბოლომდე შეასრულებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს