გვაქვს ვალდებულება, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, განურჩევლად იმისა, რა შეხედულება გვაქვს მათზე – ელისაშვილზე

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრს, ს ჰკითხეს, ემუქრება თუ არა საფრთხე ალეკო ელისაშვილს მას შემდეგ, რაც რუსეთში პატიმრობა შეუფარდეს. მ კონსტიტუცია დაიმოწმა იმის სათქმელად, რომ საქართველოს მოქალაქეების დაცვის ვალდებულება აქვს.
“ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, ყველგან და ყოველთვის, განურჩევლად იმისა, თუ რა შეხედულება გვაქვს ჩვენი მოქალაქეების მიმართ […] ჩვენ ჩვენს მოქალაეს დავიცავთ ყველგან და ყოველთვის. დანარჩენი არაფერი არ გვაინტერესებს”, – განაცხადა მ.
5 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეუფარდეს და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს. ს მიერ ანექსირებული “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” პროკურატურა ელისაშვილს ედავება ს ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობას გულისხმობს. რუსეთი ირწმუნება, რომ ამ ქმედებებისთვის “დაქირავებულმა მიიღო მატერიალური ჯილდო”.
“გამოძიების თანახმად, 2022 წლის მარტში ელისაშვილი ში პოლონეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შევიდა, სადაც ს ოლქის ტერიტორიული თავდაცვის 25-ე ბატალიონის შემადგენლობაში, დაქირავებული მეომრის რანგში, საქართველოს ეროვნულ ლეგიონში შევიდა. მან სამხედრო წვრთნები გაიარა სასწავლო ბაზების ტერიტორიაზე, მიეწოდა პირადი ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფორმები და სპეციალური აღჭურვილობა. ამის შემდეგ ელისაშვილი მონაწილეობდა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში, მათ შორის ს ოლქის ქალაქ ირპინისთვის ბრძოლებში. 2022 წლის აპრილში მან დატოვა და საქართველოში დაბრუნდა“, – ნათქვამია რუსეთის პროკურატურის განცხადებაში.
რუსეთს ძებნა აქვს გამოცხადებული უკრაინის მხარეს მებრძოლ 100 ქართველზე, მათ შორის ალეკო ელისაშვილზე, კობა ხაბაზზე, ირაკლი ოქრუაშვილზე, მამუკა მამულაშვილსა და დავით ქაცარავაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური – უპრეცედენტო და უნიკალურია ის ამბავი, რომ ამ რაოდენობის პროტესტანტი ციხეში გაცნობიერებულად შედის, გახარიას პარტია კი გახდა რეჟიმს ნაწილი – გახარია ცდილობს, ეპატიოს ის წყენა, რაც ივანიშვილს და მის შორის არსებობდა

ლევან მაჭავარიანი – გახარიას შეეფერება ფრაზა: „მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, თავის ღალატსაც ღალატობს“, უცხოეთიდან გვმოძღვრავს, თითქოს, სამშობლოს ერთგულებაზე საუბრობს – „ლელოს“ რომ გაუერთიანდით, ლიდერებს არ შერცხვათ?