„გვაქვს ამბიციური გეგმები თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებთან დაკავშირებით“ – პრემიერი

„გვაქვს ამბიციური გეგმები თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებთან დაკავშირებით“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ერთ შემთხვევაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაზეა საუბარი, მგზავრთნაკადი უნდა გაიზარდოს 5 მილიონამდე, დღევანდელი მაჩვენებელი არის 1.7 მილიონი მგზავრი და საუბარია თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე, რაც დასრულდება რამდენიმე წელიწადში და რაც თბილისის აეროპორტს მისცემს 18 მილიონი მგზავრის მიღების შესაძლებლობას.
რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს ასევე ეკონომიკის ზრდას, ტურიზმის ზრდას ჩვენს ქვეყანაში. ყველა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ეს პროექტიც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წარმატებით განხორციელდება“ – განაცხადა მ.