გვაქვს ამბიციური გეგმა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ $9 მილიარდის ინვესტიციის მოზიდვას – პრემიერი

რა თქმა უნდა გაგრძელდება ყველა ეკონომიკური პროექტის განხორციელება, რა თქმა უნდა შემოვა ინვესტიციები, – ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა.
პრემიერმა განმარტა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში გვინდა, რომ 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციები მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში. ბუნებრივია, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება კონსულტაციები პოტენციურ ინვესტორებთან. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მენეჯმენტი ეკონომიკის სამინისტროში. პირველ რიგში, გვყავს ძალიან ეფექტური მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი. ყოველდღიურ რეჟიმში სამინისტრო და მთავრობა განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ ახალი ინვესტიციები მოვიზიდოთ ქვეყანაში“, – აღნიშნა ირაკლი მ.