გვარდიოლა: ფული რომ ყველაფერი იყოს, “იუნაიტედი” ყველა ტიტულს მოიგებდა

“მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრემიერლიგის კლუბების სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ინგლისური კლუბი “მანჩესტერ სიტიზე” დიდ თანხას ხარჯავს, თუმცა წარმატების მიღწევას ვერ ახერხებენ.
ძვირადღირებული ტრანსფერების გამო პრემიერლიგა მოსაწყენი გახდა? ფული რომ ყველაფერი იყოს, “იუნაიტედი” ყველა ტიტულს მოიგებდა, მეორე ადგილზე კი “ჩელსი” გავიდოდა, მესამეზე “არსენალი”. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ამ კლუბებმა უფრო მეტი ფული დახარჯეს, ვიდრე “მანჩესტერ სიტიმ”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ფაბრიციო რომანო.