გვარდიოლა: როგორ მოვიგო პრემიერლიგა? ფეხბურთელებიც კი არ მყავს

პეპ გვარდიოლა ფიქრობს, რომ “სიტის” პრემიერლიგის მოგების შანსი არ აქვს
“არა, პრემიერლიგას ვერ მოვიგებთ. ფეხბურთელები არ გვყავს. მომავალში რა მოხდება არავინ იცის, მაგრამ გიზიარებთ რასაც ვგრძნობ, რასაც ახლო მომავალში ვხედავ. საკუთარ თავს დიდ მიზნებს ვერ ვუსახავთ.
როდესაც რაღაც მნიშვნელოვანს გინდა მიაღწიო, როგორიც პრემიერლიგის მოგებაა ან ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში, განგრძობითობა გჭირდება. ეს აქამდე ყოველთვის გვქონდა, ახლა კი არ გვაქვს,” – თქვა “სიტის” მთავარმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, “მანჩესტერ სიტი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-5 ადგილს იკავებს და ჩემპიონატის ლიდერ 9 ქულით
ჩამორჩება, თანაც “სქაუზერებს” “ქალაქელებზე” ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში