“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ, რიო ფერდინანდის პოდკასტში “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა.
ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ესპანელი სპეციალისტი გააკრიტიკა.
“მიხარია, რომ მას არასდროს გავუწვრთნივარ. პეპ გვარდიოლამ ფეხბურთი მოკლა, მისი ბრალია, რომ დღეს რობოტებს ვუყურებთ. ფეხბურთელებისგან კრეატივს საერთოდ ვეღარ ვხედავთ, გენიოსები აღარ გვყავს, თქვენ ვეღარასდროს ნახავთ ისეთ მოთამაშეს, როგორიც რონალდინიო იყო”, – განაცხადა ევრამ.
შეგახსენებთ, პატრის ევრა სხვადასხვა დროს “მარსალას”, “მონცას”, “მონაკოს”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, “იუვენტუსის”, “მარსელისა” და “ვესტ ჰემის” ღირსებას იცავდა.
-31OCT/gettyimages-2181382082-612×612.jpg” border=”0″ alt=”alt” style=”height: 50px; width: 50px;” title=””გვარდიოლამ ფეხბურთი მოკლა, მისი ბრალია, რომ დღეს რობოტებს ვუყურებთ” – ევრამ პეპი გააკრიტიკა” />”გვარდიოლას სტუდენტობიდან მოურინიოს სტილის მწვრთნელად იქცა” – კარაგერი არტეტაზე