ერთიანობის ქარტია არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი და ქართული პროდასავლური ოპოზიციის ძალიან სერიოზული წარმატება.
ბევრი საკითხი არის შეთანხმებული ამ დოკუმენტით, მაგრამ მთავარი არის მაინც ორი – პირველი არის ის, რომ 8 ივლისამდე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სწორ კონფიგურაციაზე, რომლითაც წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე და ეს არ არის აუცილებლად ერთიანი სია. ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ პასუხისმგებლობით და რაციონალურად და არა რაიმე პირად ინტერესებზე თუ მოსაზრებებზე დაყრდნობით, ხოლო მეორე ეს არის განაცხადი იმისა, რომ ჩვენ არცერთი ფორმით არ დავეხმარებით ბიძინა ივანიშვილს მთავრობის შექმნაში.
თქვა პარტია ახალის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.
ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია გააფორმა. ბრიუსელში შემუშავებულ დოკუმენტს ხელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გირჩი-მეტი თავისუფლება, პარტია ახალი, ლელო, დროა და სტრატეგია აღმაშენებელი აწერს.