მე მინდა ყველა ოპოზიციურ ძალას, ვინც ამ გაერთიანებაში არის და არ არის, ვუსურვო წარმატება ერთიან საქმეში, რომელიც ჩვენთვის არის ყველასთვის ერთიანად და თანაბრად მნიშვნელოვანი.
ასევე, მინდა ვთქვა მთავარი პრინციპები, რომელსაც ემყარება ჩვენი ერთობა – პირველ რიგში, ეს არის დასავლური საზოგადოების წევრობა საქართველოსი, მეორე, ეს არის ართანამშრომლობა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან არცერთი ფორმით და მესამე, ეს არის ოპოზიციური კოორდინაცია და თავდაუსხმელობა ურთიერთზე, ნებისმიერ ვითარებაში; იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ იმ ვითარებაშიც კი, როდესაც ნომინალურად ერთმანეთის კონკურენტები ვართ.
