გვარამია: საარჩევნო სიაში არ ვიქნები

ნიკა გვარამიას განცხადებით, კოალიცია ცვლილებისთვის საარჩევნო სიაში არ იქნება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იგი რჩება კამპანიის ხელმძღვანელად და პარტიის ლიდერად.
“დღეს მივიჩნევ, რომ ერთი ნაწილი ჩემი დაპირებისა საზოგადოების მიმართ არის შესრულებული, მე და მ შევქმენით პარტია ახალი, რომელიც ძირითადში შედგება იმ ადამიანებისგან, რომელთაც შეუძლიათ ცვლილებები და ვის მხრებზეც წარსული შეცდომები არ არის. მერე შეიქმნა კოალიცია, დაგვემატნენ გირჩი და დროა, ის ხალხი, ვინც აბსოლუტურად იზიარებს ჩვენს დამოკიდებულებებსა და ჩვენ ვიზიარებთ მათსა. დღეს ჩვენი ოთხეული და ჩვენი გუნდები არის ის ხალხი, ვინც ჩემთვის უკიდურესად კომფორტულია, ვისშიც სრულიად დარწმუნებული ვარ. […] მე მინდა შევასრულო ჩემი დაპირების მეორე ნაწილი. მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის ლიდერი ვარ და მიმაჩნია, რომ უნდა დავრჩე პარტიის კოალიციის ლიდერად და ყველაფერი გავაკეთო ს რეჟიმის შეცვლისთვის და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის”, – აღნიშნა გვარამიამ.
მისივე თქმით, მას სურს, რომ პარლამენტში ახალ ადამიანებს “გაეხსნათ გზა” და მსგავსი მაგალითი სხვა პარტიებმაც გაიზიარონ.