გვარამია მოსიარულე ანტირეიტინგია – თალაკვაძე

ნიკა გვარამია პოლიტიკურ სცენაზე მოსიარულე ანტირეიტინგია – ამის შესახებ “ოცნების” წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“ნიკა გვარამია არის პოლიტიკურ სცენაზე მოსიარულე ანტირეიტინგი და ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასთან, რომელთანაც ის მივა, იქნება პრობლემა იმ პარტიისთვის, ამიტომ, უჭირს მას მოძებნოს, თუ რომელი იქნება მისი პარტია. “ნაციონალური მოძრაობიდან” გამოქცეული პოლიტიკოსების ამოცანა არის ერთადერთი, რომ როგორმე პატარ-პატარა პროცენტები შეაგროვონა და იმ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველის 20%-იდან 4; 3; 2,5 % მაინც წაიღონ და მიუტანონ “ნაციონალურ მოძრაობას”. ამ ამოცანით მოძრაობს ნიკა გვარამია პოლიტიკაში”, – ამბობს თალაკვაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება