გვარამია: მოვითხოვთ, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კონსილიუმი შეიქმნას

კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი ქართული ოცნების ჯანდაცვის და პენიტენციურ სამსახურებს მოუწოდებს, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად კონსილიუმი შექმნას.
გვარამიას თქმით, საზოგადოება ყოველდღიურად ინფორმირებული უნდა იყოს ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
“მზია ამაღლობელს ციხეში უკვე 16 დღეა შიმშილობა აქვს გამოცხადებული, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცით. ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო შიმშილობის პროტოკოლს. მინდა ვთქვა, რომ ჯანდაცვის და იუსტიციის მინისტრი ვალდებულები არიან საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ. უფრო მეტიც, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამ ორმა სამინისტრომ პენიტენციური სამსახურის და მზიას მხარის (საია-ს ჩართულობით) მოახდინოს ფორმირება ე.წ. კონსილიუმის, რომელიც ყოველ დღე შეგვატყობინებს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ”- განაცხადა გვარამიამ.