გვარამია, მელია, ჯაფარიძე და სხვა აგენტები დღესაც იხდიან სასჯელს მზია ამაღლობელის მსგავსად, მაგრამ, როგორც ჩანს, დიპ სტეიტის გმირის წოდება მხოლოდ ამ უკანასკნელმა დაიმსახურა

გვარამია, მელია, ჯაფარიძე და სხვა აგენტები დღესაც იხდიან სასჯელს მზია ამაღლობელის მსგავსად, მაგრამ, როგორც ჩანს, დიპ სტეიტის გმირის წოდება მხოლოდ ამ უკანასკნელმა დაიმსახურა
პოლიტიკაშიც და მედიაშიც დიპ სტეიტისთვის არსებობს მხოლოდ ერთი – გაუკუღმართებული სტანდარტი, როდესაც ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებს მსხვერპლად აცხადებენ – კანონის აღმსრულებელ ხელისუფლებას კი მოძალადედ, როდესაც მოძალადე ჟურნალისტს გმირის ჯილდოს აძლევენ, ხოლო საკუთარი საქმის კეთილსინდისიერად შემსრულებელ ჟურნალისტებს რუსული პროპაგანდის გამხმოვანებლად მოიხსენიებენ ისე, რომ ერთი ფაქტის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გრძელიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამაღლობელის მსგავსად, სხვა აგენტებიც იხდიან სასჯელს, თუმცა, დიპ სტეიტის გმირის წოდება მხოლოდ ამ უკანასკნელმა დაიმსახურა.
ამასთან, გრძელიშვილმა აღნიშნა, რომ გასულ წლებში რანგით შედარებით დაბალი, თუმცა, არაერთი პრიზი გადაეცათ ს და ნინო ლომჯარიას, რომელთაგან, პირველმა მედიაში ბილწსიტყვაობა ნორმად აქცია, ხოლო მეორე „ნაცმოძრაობის“ პირადი სახალხო დამცველი იყო.
„მაშინ, როდესაც ქართული პოლიტიკური და მედია სივრცე გაჯერებულია უცხო ქვეყნის აგენტებით, რომლებსაც საკუთარი პატრონები უმეტეს შემთხვევაში აიძულებენ, რომ კედელს თავით დაეჯახონ, გადადგან ნებისმიერი უკანონო ნაბიჯი კანონიერი ხელისუფლების დასამხობად, მათ ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელის მოხდა საპატიმრო დაწესებულებებში უწევთ. გვარამია, მელია, ჯაფარიძე და სხვა აგენტები დღესაც იხდიან სასჯელს მზია ამაღლობელის მსგავსად, მაგრამ როგორც ჩანს, დიპ სტეიტის გმირის წოდება მხოლოდ ამ უკანასკნელმა დაიმსახურა. საზოგადოებას აქვე შევახსენებ, რომ დიპ სტეიტის ფონდებიდან – რანგით შედარებით დაბალი, თუმცა არაერთი პრიზი გადაეცათ გასულ წლებში ს და ნინო ლომჯარიას, ერთს მედიის, ხოლო, მეორეს – ადამიანის უფლებების სფეროში. ამ დროს, გვარამიას ერთადერთი დამსახურება ქართულ მედიაში არის ის, რომ ნორმად აქცია დედის გინება და ბილწსიტყვაობა, რაც შეეხება ლომჯარიას, ის სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ პირადი ომბუდსმენი იყო,“ – განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ერთნაისქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის გაუქმებაზე უარი თქვა, რა სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც სამართლებრივი ლოგიკის, ისე დემოკრატიული პრინციპების კუთხით

ბრიუსელიდან გაკეთებული განცხადებები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, ხელისუფლების ლეგიტიმაციასა და ქვეყნის „ევროპულ გზაზე დაბრუნებაზე“ სცილდება პარტნიორული ურთიერთობის ჩარჩოებს, ზეწოლის ფორმას იღებს და სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაა

არცერთი უცხოელი აქტორის საქმე არასდროს იქნება თუ როგორ წარმართავს ხალხის მიერ მრავალჯერ არჩეული საქართველოს ხელისუფლება საშინაო და საგარეო პოლიტიკას. სახეზეა იდეოლოგიურად დამარცხებული ევროკრატიის კონვულსიები, რომ როგორმე რაღაც დაამტკიცონ საერთაშორისო ასპარეზზე