გვარამია: თუ გახარია არის ცალკე, ანა დოლიძეც, მეორე გირჩიც, როგორ ვლაპარაკობთ ერთიან სიაზე?

თუ გახარია არის ცალკე, დიდი ალბათობით ც, გარანტირებულად მეორე გირჩი, მაშინ როგორ ვლაპარაკობთ ერთიან სიაზე? ხომ შეუძლებელია ვილაპარაკოთ ერთი VS ერთზე, როცა არსებობს განსხვავებული არჩევანი. დავანებოთ თავი სხვებს, გახარია ხომ არ არის უბრალო განსხვავებული არჩევანი, რომელზეც ვიმსჯელებთ ასე ხელის წამოკვრით, ეს არის არჩევანი, რომელმაც შეიძლება გრავიტაცია კიდევ უფრო მეტი შეიძინოს თუ დარჩენილი პოლიტიკური ცენტრები იქნება ერთი VS ერთი, ხომ ლოგიკაა.

მეორე მხრივ, გახარიას დამატება ენმ-სთვის, ჩვენთვისაც, არ არის მარტივი ტვირთი, ლელოს, გირჩი-დროას ამომრჩევლისთვისაც, ეს იმ ტიპის ამომრჩეველია, რომლისთვისაც გახარია ძალიან მიუღებელია. განზიდულობასაც იძენს, ეს ხომ მარტო სინერგიაზე არ არის, ერთიანი სია, აქ ხომ განზიდულობის ცენტრებიც უფრო მეტია, ვიდრე სხვადასხვა უფრო რაციონალურ და უფრო შეზღუდულ კონფიგურაციებში.