თავისუფლება ახალ პოლიტპატიმრებს – ლევან ხაბეიშვილს და მურთაზ ზოდელავას.
მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, მხოლოდ ყველანი ერთად გავუმკლავდებით ქვეყნის წინაშე არსებულ კატასტროფას! მხოლოდ სახალხო მასობრივი გამოსვლები 13-ში, 27-ში, 4-ში და მერეც თუ საჭირო იქნა, ესაა გამოსავალი. ვალდებულნი ვართ სამშობლოს წინაშე, ჩვენი ისტორიის წინაშე, ჩვენი მომავლის გადასარჩენად.
ცხადია, ხაბესთვის და მურთაზისთვის წარდგენილი ბრალი ფორმალურადაც კი არაა ბრალი. არ არსებობს სამართლებრივი ან ფაქტობრივი ვითარება, როცა პოლიტიკოსის საჯარო სამომავლო დაპირება ჯილდოზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მამხილებლისთვის ან უკანონობის აღსრულებაზე უარის სანაცვლოდ შეიძლება ჩაითვალოს ქრთამის შეთავაზებად. ზოდელავას შემთხვევაში საერთოდ არაფერი არ არსებობს – ხაბეიშვილის ტელეფონის საჯარო შეთავაზების საქმეზე მტკიცებულება ფორმალურადაც ვერ იქნება (მით უფრო, რომ ამ შეთავაზებას არ უარყოფს ლევანი და საერთოდ არ ჭირდება მტკიცებულება). შესაბამისად, რაც მტკიცებულება არაა, იმის „დამალვა“ მტკიცებულების დამალვა ვერ იქნება. ასევე ცხადია, რომ ეს ბრალი ათასი შეთხზული „დანაშაულებით“ დაიხუნძლება.
ერთი რამე მინდა ვურჩიო ყველას, ქართველსა თუ უცხოელს – ნუ მიუდგებით ქოცების მიერ გავრცელებულ მასალებს პრინციპით „ჩემი თვალით ვხედავ და ჩემი ყურით მესმის“. გახსოვდეთ, რომ უყურებთ და უსმენთ ქოცპროპაგანდის კინემატოგრაფს, ფიქციას და არა რეალობას, რომელიც პროტესტის დასაშინებლად, დასაკომპლექსებლად და ჩასაქრობად ტირაჟირდება. კარგადაა ასახსნელი ეს უცხოელებისთვის, ვინც ძალიან მგრძნობიარეა ამგვარი საკითხების მიმართ. სამწუხაროდ, ამგვარი პრეცედენტები წინა წლებში ყოფილა და ეს იციან ქოცებმა. მათთვისაც აწყობენ ამ ყველაფერს და არა მხოლოდ ჩვენთვის.
ოლიგარქია უნდა დაემხოს!
საქართველო უნდა გადარჩეს!
