გვარამია: ევროპული საქართველო განსხვავებებზე ზემოთ დგომის მზაობას არ ასხივებს

ევროპული საქართველო არის პარტია, რომელიც აზროვნებს, რომელსაც აქვს ხედვები, რამდენს ვეთანხმები, რამდენს არა, ეს მეორე საკითხია, თუმცა, ძირითად ნაწილს ძალიან ინტერესით ვუყურებ. ფასეულობითი თვალსაზრისით ეს პარტია… გასაგებია, რომ ჩვენი და მათი პოზიციები ახლოს არის საკმაოდ ერთმანეთთან. ყოველ შემთხვევაში, მაგისტრალური ნაწილი. მე გიგასაც ველაპარაკე, ბევრი მიმართულებით ჩვენი პოზიციები საკმაოდ ახლოს არის.
მაგრამ მოდი ვთქვათ იმაზე, რაც საჯარო განცხადებები იყო. საჯარო განცხადებები გაკეთდა იმასთან დაკავშირებით რომ უნდა იყოს კონკრეტული შეფასებები თავდასხმის ფორმატში. პოლიტიკური გემოვნების საკითხია ეს, ზოგადად აკრძალული ამბავი კი არ არის, მაგრამ ჩვენ ხელმოწერილი გვაქვს თავდაუსხმელობის პუნქტი ხელშეკრულებაში. ევროპულმა საქართველომ თავი შეიკავა ამისგან. მე არ ვიძახი დასაძრახად. ეს მათი პოლიტიკური არჩევანია, მაგრამ ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი წითელი ხაზი. და აქ არ არის ლაპარაკი იმ ადამიანებზე, მაგალითად კეზერაშვილზე, აქ არის პოლიტიკურ თავდასხმებზე საუბარი. […]
აქ არის სხვადასხვა თემებზე ლაპარაკი. მათ შორის, ჩემთან დაკავშირებითაც კეთდება პირდაპირ განცხადებები, რომ მელია მყავს მძევლად, ტროას ცხენი ვარ. მე ვგულისხმობ ევროპული საქართველოს ლიდერშიპის პოსტს. სახელებს და გვარებს რა მნიშვნელობა აქვს.[…]
ჩვენ გვაქვს ხედვებში განსხვავებები, მაგრამ განსხვავებებზე ზემოთ დგომა, მათ შორის, ჩემი აზრით, უნდა შეძლებოდა ევროპულ საქართველოსაც. ამ წუთში, ევროპული საქართველო ამის მზაობას არ ასხივებს, მე ესე მგონია. ბოლო-ბოლო უნდა ითქვას ეს.