გვარამია: დღევანდელი ამოცანა მნიშვნელოვნად შესრულებულია – კანონი დღეს ვერ მიიღეს

ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ასე ვთქვათ საორგანიზაციო კომიტეტთან და გულწრფელად ვამბობ, დღევანდელი ამოცანა მნიშვნელოვნად არის შესრულებული – ოცნებამ კანონი დღეს ვერ მიიღო და მოუწიათ გაპარვა ეზო-ეზო, შუკა-შუკა, შარა-შარა, ბოსტნის ქურდი კურდღლებივით გაიპარნენ. ასე მოუწევთ სულ, მიიღებენ კანონს, კიდევ უარესი დაემართებათ. ამიტომ, ჯობია დაანებონ თავი მაიმუნობას და მოემზადონ ს წასაგებად მშვიდად. ეს ქვეყანა წავა ევროპისკენ მათ გარეშე, თუ მათთან ერთად, მაინც წავა და არ ურჩევნიათ მათთან ერთად წავიდეს. თუ ეგრე არ მოხდება, მათ გარეშე წავალთ.